logo
ENG



გავუფრთხილდეთ ერთმანეთს - ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს

23 მარ 202012:37
3 წუთის საკითხავი
 

„ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალდებულებაა, ამ შემთხვევაში გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი", - ამ სიტყვებით ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს.

მისივე შეფასებით, გაუფრთხილებლობით შეიძლება, უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება, ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ თავად ნიკოლოზ გამყრელიძემ Facebook-ზე 7 მარტს დაწერა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. არიან გამოჯანმრთელებული პაციენტები - კერძოდ, ასეთი 8 პირია. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გარდა ამისა, უკვე დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამდე კლინიკაში მწვავე პნევმონიით მისი და, გადიოდა მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია დამალა. ამის გამო, მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული. 

close დახურვა