logo
ENG



გალილეაში მკვლევრებმა 1 300 წლის ეკლესია აღმოაჩინეს

31 ივლ 202011:57
3 წუთის საკითხავი
 
8sk9iaokquclyo5.jpg

ისრაელის ანტიკვარიატის ინსტიტუტმა გალილეაში, თაბორის მთის მახლობლად ეკლესია აღმოაჩინა, რომელიც 1 300 წელს ითვლის. 

უძველესი ეკლესია სამშენებლო სამუშაოების დაწყების პროცესში შემთხვევით აღმოაჩინეს. ეკლესიის შენობის გარშემო პერიმეტრზე დიდი შიდა ეზოა აღმოჩენილი. ეკლესიის ცენტრი ფერადი მოზაიკითაა მოპირკეთებული, რომლის ორნამენტებიც ნაწილობრივ შემორჩენილია. 

ადგილზე ამ დროისთვის არქეოლოგები მუშაობენ. მკვლევრები აცხადებენ, რომ ეკლესიის ტერიტორიის ნაწილი ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. მათი შეფასებით, აღმოჩენილი ნაგებობა, შესაძლოა, დიდი სამონასტრო კომპლექსის ნაწილი იყოს. 

 

 

 


close დახურვა