logo
ENG



გამყრელიძე: ალერგიული რეაქციის შემთხვევა გვქონდა, მაგრამ ახლა პაციენტი თავს კარგად გრძნობს

19 მარ 202116:39
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ალერგიული რეაქციის შემთხვევა გვქონდა, მაგრამ ახლა პაციენტი თავს კარგად გრძნობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთერთ კლინიკაში არის ქალი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ, მწვავე ალერგიული რეაქცია ჰქონდა, თუმცა ახლა პაციენტი თავს კარგად გრძნობს. 

გამყრელიძე ამბობს, რომ კლინიკამ ანამნეზში ანაფილაქსიური რეაქცია მიუთითა, თუმცა იყო თუ არა ეს ანაფილაქსიის შემთხვევა, გვერდითი მოვლენების კომიტეტმა უნდა დაადგინოს. 

"პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ. ახალგაზრდა ადამიანია. გიდასტურებთ, რომ გვერდითი მოვლენების კომიტეტში შესულია ინფორმაცია. ერთერთ საავადმყოფოშია ეს ახალგაზრდა ქალბატონი. იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ იმ მონაცემებით ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გვერდითი მოვლენების კომიტეტმა - იყო თუ არა იქ ანაფილაქსია. იქ იყო მწვავე ალერგიული რეაქცია, იმიტომ რომ თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა იქ შოკი ეს დასადასტურებელია. ის ახლა კარგად არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

რაც შეეხება სავარაუდო ანაფელაქციურ რეაქციას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ "ანაფილაქსია შეიძლება მარტივ წამლებზეც განვითარდეს". ანალოგიურ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრიც აკეთებს და აღნიშნავს, რომ "ანაფილაქსია მხოლოდ ვაქცინის გართულება არაა, წელიწადში 60-80 შემთხვევა გვაქვს". 

გარდა ამისა, ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტიანია" და "მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი". 

 

close დახურვა