logo
ENG



განათლების ქაოსური რეფორმა - დროება

03 დეკ 202320:20
3 წუთის საკითხავი
 

ივანიშვილის ხელისუფლება სხვა ყველაფერთან ერთად იმითაც არის „უნიკალური“, რომ შესაძლოა ათასში ერთხელ თანამედროვე რეფორმის განხორციელება მოიგონოს, მაგრამ არაკომპეტენტურობის, ჩაკეტილობის, თუ ცუდი მენეჯმენტის გამო ის ადრესატამდე ვერ მიიტანოს. არა და ამ შემთხვევაში ადრესატი არიან სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და რაღა თქმა უნდა მშობლები. ბევრმა მშობელმა და მასწავლებელმა შესაძლოა დროების სიუჟეტის ნახვის შემდეგ გაიგოს, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებების კომპონენტები გაუქმდა, ანუ სკოლებში შეფასების სისტემა რჩება, უბრალოდ მისი სავალდებულოობა უქმდება. რეფორმის მიხედვით, სკოლები თავად გადაწყვეტენ შეფასების რა სისტემა გამოიყენონ, შექმნან ახალი და საინტერესო, თუ დარჩნენ ძველზე, რომელიც აქამდე იყო. როგორ დადგა თანამედროვე და საჭირო რეფორმა, ცუდი მენეჯმენტის გამო საფრთხის ქვეშ და არის თუ არა ქართული საგანმანათლებლო სისტემა მზად სიახლისთვის? დროება ბევრი ოჯახისა და მასწავლებლებისთვის საინტერესო თემის დეტალებით.


close დახურვა