logo
ENG



გახარია შაქარაშვილზე: ვიმყოფებით წინასაარჩევნო პერიოდში და საქმის პოლიტიზირება ხდება 

18 ივლ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 
4g8ttn6vvktxmts.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაქტი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა. 

როგორც გახარიამ აღნიშნა, შაქარაშვილის გარდაცვალება არამხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიია

"ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია. ეს არ არის ცალკე აღებული ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. სამართალდამცავ სტრუქტურას აქვს პასუხისმგებლობა უმოკლეს დროში არსებულ კითხვაზე პასუხი გასცეს. არ უნდა დავდოთ არანაირი სივრცე საკითხის პოლიტიზირებისთვის. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით, საქმის პოლიტიზირება ხდება", - განაცხადა გახარიამ. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.

 

 


close დახურვა