გუდამაყრის ხეობაში მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც ცნობილია, გუშინ რამდენიმე ადამიანი ხეობაში ჯომარდობდა, როდესაც ერთი მათგანი მდინარეში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ლიეტუვის მოქალაქეა.