ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა გუმბარიძე აცხადებს, რომ "ედისონ რისერჩის" ახალი კვლევა სავარაუდოდ, იანვარში გახდება ცნობილი. როგორც გუმბარიძემ გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" აღნიშნა, მანამდე კვლევის ჩატარება რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისი ჩატარება შესაძლოა უფრო ადრე მოხდეს.
"შემდეგი კვლევა შესაძლოა უფრო ადრე ჩატარდეს, რადგან მოვლენები სწრაფად ვითარდება. შესაძლოა პირველი კვლევის შედეგები იანვარში დაიდოს. საახალწლო პერიოდი ყოველთვის ცუდია ასეთი ტიპის კვლევების ჩასატარებლად. ამიტომ, როგორც კი, საახალწლო პერიოდი დასრულდება, შესაძლოა ახალი კვლევა ჩატარდეს", - განაცხადა მან.