logo
ENG



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: ხშირად დაიბანეთ ხელები

04 თებ 202013:37
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ვირუსებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

მისი თქმით, აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა.

„ხშირად დაიბანეთ ხელები. დამტკიცებულია, რომ ინფექცია კონტაქტური გზით გადაეცემა, რომელშიც ყველაზე დიდ როლს ხელები თამაშობენ. სადაც არ არის ხელების დაბანის საშუალება, გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხსნარები. დაიცავით ხველის დისტანცია. თუ ვინმე ახველებს, ეცადეთ, ერთი მეტრით მოშორებით იდგეთ. ამ შემთხვევაში, თქვენ იქნებით დაცული“, - განაცხადა ზახაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, რომელიც კორონავირუსს ეხება, 3 235-ით მოიმატა ლაბორატორიულად დადასტურებულმა შემთხვევებმა. ერთიანად ეპიდაფეთქების შემდეგ ეს არის 20 438 შემთხვევა. შესაძლო შემთხვევათა რიცხვი, რომელზეც კვლევები მიმდინარეობს, არის დაახლოებით 23 000 ადამიანი. სამწუხაროდ, არის 425 გარდაცვალება. პროგრესია სწრაფად გამოჯანმრთელებულ ადამიანთა შორის - 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოდან. 

საქართველოში კი, ამ დროის მონაცემებით, 4 ადამიანს აკვირდებიან ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში.


close დახურვა