logo
ENG



დარბევის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩებიან

01 მაი 202400:21
3 წუთის საკითხავი
 

სპეცრაზმის მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დარბევის შემდეგ, დემონსტრანტები კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩებიან. 

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობრივი დარბევის შემდეგ იუსტიციის სახლთან ჩავიდა, სადაც გზა გადაკეტეს, ნაწილი კი რუსთაველის გამზირზე დარჩა.

ამ დროისთვის ვითარება ისევ დაძაბულია.

სპეცრაზმმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევა დაიწყო - მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ასევე, რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.

ადგილზე სიტუაცია დაძაბულია.

მანამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი.


close დახურვა