logo
ENG



დეკანოიძე გახარიაზე: სადაც უუნაროა, ექიმებს ალაპარაკებს და თავზე ადგას მათ

17 აპრ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „ფორმულასთან“ ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქვეყანაში ძალიან ბევრ პრობლემას შექმნის.

დეკანოიძემ პრემიერ გახარიაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის საპატრიარქოსთან უუნაროა.

„შემოიღეს სრულიად არაადეკვატური, გაუმართლებელი შეზღუდვები, რომელიც პირვე რიგშ, მოსახლეობას დააწვება მძიმედ. მე წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა იარონ მედ.პერსონალმა სამსახურში და სხვადასხვა სურსათის ობიექტების თანამშრომლებმა სამსახსურში, მე წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მივუტანოთ ხანდაზმულებს საკვები.

"რაც შეეხება გავრცელებულ კადრს, ეს არის სიმბოლო, რომ გახარიას კარგად გამოსდის ახალგაზრდების დასჯა, თვალთვალი, თვალების დათხრა. იმასაც ვერ ბედავს, ვისთანაც არ გასდის და უუნაროა, მაგალითად საპატრიარქოს, ექიმებს ასაუბრებს და ექიმებს თავზე ადგას, რომ ილაპარაკონ ის, რაც უთხრეს და არ ილაპარაკონ ის, რაც არ უთხრეს“, - აცხადებს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 370 -მდე გაიზარდა , აქედან 77 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. 10 დღით დაიკეტა სასაფლაოებიც.


close დახურვა