logo
ENG



ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ზიარების წესი შეიცვალა

04 მარ 202013:38
3 წუთის საკითხავი
clock 2999
6lg21xojdrzh5qa.jpg

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიაში ზიარების წესი შეიცვალა. როგორც ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე "ფორმულასთან" საუბრისას განმარტავს, საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო, ეკლესიამ განსაკუთრებული ზომების მიღება გადაწყვიტა.

"ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ უნდა დააყენო, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვეცვალა ზიარების წესი. ჩვენი ეკლესიის ტრადიცია ასეთია: ღვთისმსახურება ტარდება არამხოლოდ კვირაობით, დილის მსახურებაზე, არამედ საღამოსაც. რაც შეეხება ფორმებს, მრევლი საერთო თასით სვამს ღვინოს და საერთო ფეშხუმიდან იღებს დამტვრეულ პურს. ამჯერად კი ზიარების ფორმა შევცვალეთ. უფრო ზუსტად მხოლოდ ღვთისმსახური, რომელსაც განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები აქვს მიღებული, იღებს პურს, ჩააწობს მას ღვინოში და პურის მშრალი მხარით მიაწვდის მზიარებელს. ამ გზით ვფიქრობთ თავიდან ავიცილებთ რისკებს",-ამბობს ეპისკოპოსი. 

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით თუ მოვლენები კიდევ უფრო დამძიმდა, სამომავლოდ პროცესიის წესებსაც შეცვლიან. 

"ვითარება თუ უფრო გართულდება, სამომავლოდ შეიძლება ამ სიხშირით ზიარება აღარ ჩატარდეს და შევამციროთ მისი სიხშირე, ანუ რაოდენობა. ჩვენ ვთვლით, ზიარების მნიშვნელობას არ ცვლის ზიარების ფორმები",-აღნიშნავს რუსუდან გოცირიძე. 

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას, შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციით ზიარების წესს საუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ის არასდროს შეცვლილა. 


close დახურვა