ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებენ და აცხადებენ, რომ "ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ხალხის მოთხოვნა და საპროტესტო აქციებს სერიოზულად უნდა მიუდგეს".
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუ "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია მოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი. "ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი და საკუთარი პოზიცია დაიცვას. მნიშნველოვანია მოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი და ძალადობა იქნას ტავიდან აცილებული“, - განაცხადა რეინსალუმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იაცეკ ჩაპუტოვიჩის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს პროევროპულ განვითარებას მხარს უჭერს და იმედოვნებს, რომ საქართველო ამ გზას არ გადაუხვევს.
"ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ხალხის მოთხოვნა და სერიოზულად მიუდგეს საპროტესტო აქციებსაც. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პროევროპულ გზას. პოლონეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია და უამრავი კარგი პროგრამა გვაქვს საქართველოსთვის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დარჩება ევროკავშირში წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა ჩაპუტოვიჩმა.
ჩეხეთის პირველი დიპლომატი ტომაშ პეტრჟიჩეკი აღნშნავს, რომ შვიდონიანი დემონსტრაციის ჩატარება დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია.