logo
ENG



ევროპის ქვეყნების ნაწილი კარანტინის შემსბუქებას დღეიდან იწყებს

14 აპრ 202014:49
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიუხედავად, ევროპის ქვეყნების ნაწილი კარანტინის შემსუბუქებას დღეიდან იწყებს. ავსტრიაში საბავშვო ბაღები და ათასობით პატარა მაღაზია იხსნება. სავაჭრო ცენტრები და სალონები კი მუშაობას პირველ მაისიდან განაახლებენ. მაღაზიების ნაწილი დღეიდან იხსნება იტალიაშიც, სადაც ვირუსით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელმა 20 ათასს გადააჭარბა. მკაცრი ზომების შემსუბუქებას 19 აპრილიდან დაიწყებს პოლონეთიც. აკრძალვები თავდაპირველად მაღაზიებზე და ეროვნულ პარკებში ვიზიტებზე მოიხსნება, თუმცა მოქალაქეებისთვის სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი 11 მაისამდე გახანგრძლივდა. საგანგებო მიმართვის დროს პრეზიდენტმა მაკრონმა აღიარა, რომ ქვეყანა პანდემიის კრიზისს მოუმზადებელი შეხვდა. საფრანგეთში ივლისის შუა რიცხვებამდე აკრძალული იქნება მასობრივი ღონისძიებები. სასწავლო დაწესებულებების ნაწილი კი მაისის მეორე ნახევრიდან გაიხსნება. 

 


close დახურვა