logo
ENG



ეს იყო 2020-ის არჩევნებისთვის გათვლილი განცხადება - მეუფე პეტრე პრემიერზე

01 ნოე 201917:29
3 წუთის საკითხავი
 
ve4cx66iks7abfu.png

"მიმაჩნია, პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა მოვლენებისადმი,"- ასე შეაფასა საქართველო პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მეუფე პეტრემ.

საქმე ეხება პრემიერის შეფასებას, რომლის მიხედვითაც ყველამ თავი უნდა შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან, რათა ქვეყნის მომავალს პრობლემა არ შეექმნას. მეუფე პეტრეს განმარტებით მსგავსი განცხადებები წინასაარჩევნო კაპანიას ემსახურება. 

"მიმაჩნია, პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა მოვლენებისადმი და მიმაჩნია, რომ ეს იყო 2020-ის არჩევნებისთვის გათვლილი განცხადება. ვისურვებდი, რომ პრემიერი უფრო წინდახედული ყოფილიყო, რომ მომავალში აღარ შერცხვეს. ისევე როგორ შერცხვათ მის წინამორბედებს, რომელთა თქმით სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა ციანიდის სახით და დღემდე შერცხვენილები არიან,"- განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

 


close დახურვა