logo
ENG



ვოლსკი მშვილდაძეზე: ფეიკისტორიების შექმნის სტანდარტიდან მაინც ვერ გამოვიდა ოპოზიციური გუნდი

05 ივლ 202312:23
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი მშვილდაძეზე: ფეიკისტორიების შექმნის სტანდარტიდან მაინც ვერ გამოვიდა ოპოზიციური გუნდი

ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე თავდასხმაზე საუბრისას პარლამენტიც ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "ოპოზიციური გუნდი" ფეიკისტორიების შექმნის სტანდარტს ვერ გასცდა.

"ვნახე ეგ კადრები და არის რაღაც მოსაზრებები, რომ იმან მარჯვნივ გაიხედა, ამან მარცხნივ, იმან თვალი ჩაუკრა მეორეს, რასაკვირველია, გამოძიება თუ წარმოებს ამაზე, საგანგებო ყურადღება უნდა მიაქციონ. მაგრამ მე მგონია, რომ ამ ფეიკისტორიების შექმნის სტანდარტიდან მაინც ვერ გამოვიდა ოპოზიციური გუნდი", - განაცხადა ვოლსკიმ.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის კადრებში ახალი გარემოებები იკვეთებაფორმულამ გაშიფრა კადრები და ეპიზოდის მთავარი გმირები - ორი BMW-ის მარკის ავტომობილი და მათი მფლობელები იპოვა. ახალი რაკურსით მოპოვებული კადრებიდან ჩანს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მასშზი 10-ზე მეტი პირი იყო ჩართული.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა. 

ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 4 ადამიანი, ცალცალკე მიდის იმ ტერიტორიისკენ სადაც თავდასხმა მოხდა. მათგან ორი კარფურისკენ აგრძელებს სვლას 2 კი იქვე, ბუჩქებთან ჩერდება. ამ 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, რომელმაც მოგვიანებით Facebook-პოსტით აღიარა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა.

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.

მთელი დღის განმავლობაში აქციის ორგანიზატორების მხრიდან ისმოდა ძალადობრივი მოწოდებები, მათ შორის იყო სასულიერო პირიც, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ იქ შეკრებილებს უნდა ეძალადათ. 


close დახურვა