logo
ENG



ზოგიერთ დაწესებულებაში მოქალაქეების შესვლა, შესაძლოა, რეგულაციით განხორციელდეს

12 აგვ 202117:30
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/12/mo3ousrviy1mz9j.jpg

სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს ცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება, შესაძლოა, გარკვეული რეგულაციების მიხედვით განხორციელდეს. 

კერძოდ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის თქმით, საბჭომ დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაზე უნდა იმსჯელოს.

რეკომენდაციის თანახმად, ხსენებულ დაწესებულებებში პირთა დაშვება უნდა მოხდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.

"საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

5 აგვისტოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობდა, რომ მისი პირადი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის - კი.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება. შეზღუდვები 14 აგვისტოდან იმოქმედებს. რა რეგულაციები წესდება ქვეყანაში წაიკითხეთ აქ

 


close დახურვა