logo
ENG



თარხნიშვილი იპსოსის კვლევაზე: ეს კვლევები აჩვენებს, რომ ქართული ოცნება არის დამთავრებული

03 თებ 202022:19
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ იპსოს ახალი კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამავე კვლევის მიხედვით, „ოცნების“ მხარდაჭერებს ჯამურად ოპოზიციის ამომრჩეველი ჭარბობს.

თარხნიშვილის თქმით, ეს კვლევები ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არის დამთავრებული და არ არსებობს არცერთი, საარჩევნო სისტემა, რომელიც მმართველ პარტიას ძალაუფლებას შეუნარჩუნებს.

„ეს კვლევა, ისევე როგორც სხვა კვლევები, რომლებიც უახლოეს წარსულში ჩატარდა დაახლოებით ერთ რაღაცას აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ არის დამთავრებული. არ  არსებობს ქვეყნად ის საარჩევნო სისტემა, რომლის მეშვეობითაც „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. აქ საუბარია მხოლოდ მარტივ რაღაცაზე, ერთი ის თუ როგორ მოხდება ხელისუფლების ჩანაცვლება, პროპორციული სისტემა, იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს გადასვლა მოხდეს წყნარად, რბილად, რათა ყველამ მიიღოს ის რაც მას ეკუთვნის, შესაბამისად პარლამენტი ასახავდეს იმას, რაც ხდება საზოგადოებაში “,-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

 


close დახურვა