logo
ENG



თბილისში ფაიზერის ვაქცინაზე ჯავშნის ყველა გრაფა შევსებულია

26 მარ 202116:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/26/ajqim1wbe2tv0a8.jpg

თბილისში ფაიზერის ვაქცინაზე ჯავშნის ყველა გრაფა შევსებულია. თავისუფალი ადგილები ქუთაისსა და აჭარაშია დარჩენილი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ფაიზერით აცრის რიგში 9000 ადამიანია, ეს 14 000 ადამიანზე იანგარიშება, ხოლო დარჩენილია დაახლოებით 5 000-მდე რეზერვი. 

საქართველოში ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზა, 25 მარტს შემოვიდა. ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში ხელმისაწვდომია ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინები. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 65 წელს ზევით ადამიანებს აქვთ - მათ შეუძლიათ ვაქცინა აირჩიონ.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო


close დახურვა