logo
ENG



იმერეთის რეგიონში საკარანტინო პერიოდს 170-ზე მეტი ადამიანი გადის

17 მარ 202008:12
3 წუთის საკითხავი
 

იმერეთის რეგიონში საკარანტინო პერიოდს 170-ზე მეტი ადამიანი გადის. შესაბამისი სივრცეები წყალტუბოში, საირმესა და საჩხერეშია მოწყობილი.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, კარატინში მყოფი პირები ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. თვითიზოლაციაში  162 ადამიანია, ყველა მათგანს სამ დღეში ერთხელ პატრულის თანამშრომლები ამოწმებენ. 

„ამჟამად იმერეთში სამი საკარანტინო ზონაა - საჩხერეში, წყალტუბოსა და ბაღდათის რაიონებში მოწყობილი. სულ ჯამში 170-ზე მეტი პირია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს როგორც დამაკმაყოფილებელი. მათზე მუდმივი მეთვალყურეობის რეჟიმი აქვთ სამედიცინო ბრიგადებს დაწესებული, რომლებიც ადგილზე არიან და კრეფენ ინფორმაციას, როგორც თერმოსკრინინგით, ასევე სომატური ჩივილებს შესახებ“, - აცხადებს გიორგიძე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 008 პირი.

 


close დახურვა