logo
ENG



კალაძე სააკაშვილის დანიშვნაზე: ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს

08 მაი 202015:38
3 წუთის საკითხავი
 
cazzig57x41zfnf.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყოველივე ხელისუფლებაში სკეპტიციზმს იწვევს.

„რადას დეპუტატებს მადლობა გონიერებისათვის და სწორი გადაწყვეტილებისთვის რომ სააკაშვილის არ მისცეს ვიცე-პრემიერობის შესაძლებლობა. თუმცა, ეს თანამდებობაც, ასე ვიტყოდი, მოგონილი თანამდებობაც, რომელიც იქნა შეთავაზებული, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში. 

უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, წლებია ჩვენ ძალიან მეგობრული, თბილი ურთერთობები გვაკავშირებს, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ძალიან ვუფრთხილდებით. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო, ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს, თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ

ამავე თემაზეჩვენ არც ერთ შემთხვევაში ჩვენს ელჩს არ გამოვიწვევდით კონსულტაციაზე, ქართველებმა შეცდომა დაუშვეს - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციების მიზნით გამოწვევასთან დაკავშირებით. განცხადება ზელენსკიმ ტელეკომპანია "Наш"-თან საუბრისას გააკეთა.


close დახურვა