logo
ENG



კლიჩკოს თქმით, კიევზე დრონებით თავდასხმას 6 თვის ორსული ემსხვერპლა

17 ოქტ 202215:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/7f9axoxpq0707pt.jpg

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტების მიერ კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ თავდასხმას 6 თვის ორსული ემსხვერპლა.

"კიევის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს სამი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. მათ შორისაა ახალგაზრდა წყვილი, ცოლ-ქმარი, ისინი ბავშვს ელოდებოდნენ. ქალი 6 თვის ორსული იყო", - წერს კლიჩკო.

17 ოქტომბერს დილით რუსეთმა კიევზე თავდასხმა განახორციელაერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა.

კიევის მერმა განაცხადა, რომ კიევზე განხორციელებული თავდასხმისას ერთ-ერთი ირანული დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 3, ხოლო დაშავდა 4 ადამიანი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რუსეთის იერიშის სამიზნე კიევში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.


close დახურვა