logo
ENG



კობახიძე: ვინც არ უნდა წარმოედგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ოპოზიცია ყველას გააკრიტიკებდა

11 მარ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

„ვინც არ უნდა წარმოედგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყველას გააკრიტიკებდა ჩვენი ოპოზიცია,“ - ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს პასუხობს. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას სრული მხარდაჭერა აქვს მართველი გუნდისგან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოდ თვლიან, და აცხადებენ რომ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა ობიექტურობის პრინციპით არის შერჩეული.

კობახიძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ჯერ კომიტეტზე მოუსმენენ, ხოლო შემდგომ, პლენარულ სხდომაზე მოხდება კენჭისყრა. კობახიძე ფიქრობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანობას გააუმჯობესებს.

„ვინცა არ უნდა წარმოედგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყველას გააკრიტიკებდა ჩვენი ოპოზიცია. რაც შეეხება კანდიდატს მას მოუსმენს ჯერ კომიტეტი, შემდეგ გვექნება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა და იქ მიიღება გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან. მივიღებთ ზუსტად ისეთ გადაწყევეტილებას, რომელიც წაადგება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომ გაუმჯობესებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ნინო ქადაგიძეს აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურისთვის შესაფერისი კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვს.

„როდესაც ჩვენ შევამოწმეთ კვალიფიკაცია და გამოცდილება, ჩავთვალეთ და მივიჩნიეთ, რომ მას აქვს ის გამოცდილება, რომელიც საჭიროა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის, ამიტომ დავუჭირეთ თავის დროზე მხარი მის მოსამართლედ არჩევას. რაც შეეხება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას, ორგანიზაციული უნარი, მენეჯმენტის ცოდნა, მისი ხედვა თუ რის გაკეთებას შეძლებს ამ პოზიციიდან - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება უკვე ეს მიმართულებები“, - განაცხდა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის საბჭომ ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად  დაასახელა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის  კანდიდატს ნინო ქადაგიძეს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება, ოპოზიცია მას განიხილავს სასამართლო კლანის რჩეულად.


close დახურვა