logo
ENG



კობახიძე: დღეს, 5 საათზე ყველაფერს გაიგებთ ქართული ოცნების სამომავლო გეგმებზე

11 იან 202114:08
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: დღეს, 5 საათზე ყველაფერს გაიგებთ ქართული ოცნების სამომავლო გეგმებზე

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დღეს, 11 იანვარს 5 საათზე გაიმართება ბრიფინგი, სადაც გააჟერებენ მათი პარტიის სამომავლო გეგმებს. ამით მან ჟურნალისტს უპასუხა, ადასტურებს თუ არა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე იგი ბიძინა ივანიშვილს ჩაანაცვლებს.

"გაიმართება ბრიფინგი, სადაც გაიგებთ ყველაფერს პარტიის სამომავლო გეგმებზე", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ბრიფინგამდე სხვა კომენტარებს ვერ გააკეთებს. 

ფორმულა თითქმის 1 თვეა საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის დატოვებას გეგმავს. ექსკლუზიური ინფორმაციით, ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 11 იანვარს, ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება.

თალაკვაძე: უახლოეს მომავალში იქნება ქართული ოცნების ყრილობა, მანამდე - პოლიტსაბჭოს სხდომა

 

 

close დახურვა