logo
ENG



კობახიძე გაბუნიას საქმეზე:ოპოზიციის ინტერესში შედიოდა დესტაბილიზაცია

18 ივნ 202011:50
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის, ეს მათი საერთო სულისკვეთებაა, ამიტომ მათ ინტერესებში შედიოდა მოვლენების ნებისმიერი ისეთი განვითარება, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა, - ასე აფასებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმეს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ დანაშაულზე უფრო მძიმე შედეგი დადგებოდა, ეს ხელს მხოლოდ ოპოზიციას აძლევდა.

„ის, რაც ხდება ამ ფაქტის გამოვლენის შემდეგ, ეს ხელს აძლევს რუსეთის ფედერაციას. დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ბუნებრივია ზის პირდაპირ რუსეთის ფედერაციის ინტერესებში. ასევე ქვეყნის შიგნით არიან ძალები. ჩვენ ცოტა ხნის წინ ციხიდან საპრეზიდენტო აქტით გრუ-ს აგენტი, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და სხვა ე.წ. პროდასავლურ ძალებთან ერთად ზის მოლაპარაკების მაგიდასთან. ამაში ირაკლი ოქრუაშვილს ვგულისხმობ, მაგრამ არამარტო. იქ არის ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე, შალვა ნათელაშვილი და სხვები, რომლებსაც არაერთხელ გაუკეთებიათ პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებები. დღეს ეს პოლიტიკური ძალები ერთად სხედან და ერთი მიზანი ამოძრავებთ, როგორმე შეცვალონ ხელისუფლება, ანუ პირდაპირ რუსული კვალი, ძალა იკვეთება იმ ოპოზიციაში, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება. აქედან გამომდინარე ინტერესების თანხვედრა აბსოლუტურად ლოგიკურია“, - განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

საქმეს თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. მან გიორგი გაბუნიასგან დაჩოქება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.


close დახურვა