logo
ENG



კორონავირუსის გამო თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი რეკორდულად შემცირდა

11 მარ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსისგან გამოწვეული გლობალური კრიზისის შედეგები ქართულ საავიაციო ბაზარზეც აისახა. მარტის თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში განსახორციელებელი ფრენების რაოდენობა 21%-ით, ხოლო მგზავრთა ნაკადი 49%-ით შემცირდა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ფრენები შეწყვიტა 11-მა ავიაკომპანიამ. ამასთან, ვირუსის პრევენციის მიზნით თბილისსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება.

როგორც „ტავ ურბან საქართველოს“ წარმომადგენელი აცხადებს, დეფიციტშია სამედიცინო პირბადე და მომსახურე პერსონალისთვის საჭირო რაოდენობის მიწოდება ვერ ხერხდება. 

„პირველად 15 წლის განმავლობაში, გვაქვს 49%-იანი კლება მგზავრთნაკადის. რეისებზე არის 21%-იანი კლება. 11-მა ავიაკომპანიამ რეისები შეწყვიტა. ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ შეწყვეტს კიდევ სამომავლოდ. დავაყენეთ სპეციალური დისპანსერები, სადეზინფექციო სითხეები აეროპორტში, დასუფთავდება მიმდინარეობს აბსოლუტურად განსხვავებულ რეჟიმში“, - განაცხადა „ტავ ურბან საქართველოს“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძემ.


close დახურვა