მოულოდნელად სოხუმში გაჩნდა ინიციატივა რომ ენგურჰესი სამართავად თბილისს გადაეცეს. ასევე მოულოდნელად თუ წინასწარ დაგეგმილად, სოხუმი-თბილისის ტელეხიდისას, აფხაზეთის დევნილი ხელისუფლებისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს შორის დიალოგის აუცილებლობაზე შედგა საუბარი. თუ კარგად დააკვირდებით, ბოლო ხანს აფხაზეთის საკითხი უცნაურად გააქტიურდა, ისე არ აღმოჩნდეს რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი 2024-ის საარჩევნო კამპანიაში, რუსეთის მიერ მისი მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმისთვის, მაშველ პროპაგანდისტულ რგოლად იქნას გადმოგდებული. დროება - კრემლის თამაში აფხაზეთით.
კრემლის თამაში აფხაზეთით - დროება
03 დეკ 202320:06
3 წუთის საკითხავი