logo
ENG



მაკა სოლოღაშვილი: რეანიმაციული პაციენტი პალატაში გადავიდა, 9 რჩება საყურადღებო

07 მაი 202010:24
3 წუთის საკითხავი
 

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირება 68 პაციენტია მოთავსებული.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ახალი პაციენტები არ ჰყავთ. მისი თქმით, ერთმა პაციენტმა რეანიმაციული განყოფილება დატოვა და პალატაშია გადაყვანილი, 9 პაციენტის მდგომარეობა კი, საყურადღებოა.

„ვახტანგ ბოჭორიშვილის ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი. აქედან დადასტურებულია 68 და გვყავს ერთი გამოჯანმრთელებული. ახალი პაციენტები არ მიგვიღია. რეანიმაციული პაციენტი გადავიდა პალატაში და განაგრძობს თერაპიულ მკურნალობას. 9 პაციენტი რჩება საყურადღებო. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

მან ასევე ინფიცირებულ მედიკოსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„სამედიცინო პერსონალი რჩება ჯერჯერობით,თუმცა წინა დღეებში გვქონდა გამოჯანმრთელებაც. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მსუბუქი მიმდინარეობის“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 615  შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა