logo
ENG



მარინა ეზუგბაია: PCR ტესტის მგრძნობელობის მაქსიმუმი არის 85 %

08 მაი 202010:34
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ მხოლოდ PCR ტესტზე დაყრდნობა არასწორია. შესაბამისად, აუცილებელია შემდგომი ეტაპების ჩატარებაც, რათა საბოლოოდ დადგინდეს ინფექცია და დადასტურდეს ვირუსი. 

"PCR ტესტის მგრძნობელობის მაქსიმალური არის 85 %, ამიტომ არის რომ მარტო აღნიშნული არაა საკმარისი. აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ანამნეზის შეფასება. მათ შორის ცხოვრების ანამნეზი, ეპიდემიოლოგიური. საერთოდ, როცა ვსაუბრობთ კოვიდინფიცირებაზე ტესტირება დამადასტურებელია. ეჭვს გამოვთქვათ, ხომ არ აქვთ ინფქცია. ამ შემთხვევაში როცა PCR-ი შეიძლება იყოს უარყოფითი და ეს მოხვდეს იმ დარჩენილ იმ 15 %-ის მედიანაში, არსებობს კლინიკა და კვლევები და მისი გადამოწმება შეიძლება. ასე რომ, ეს დიაგნოსტიკა არაა დამაბრკოლებელი და შესაძლებელია მისი შემოწმება",-აცხადებს მარინა ეზუგბაია. 

შეგანხსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიციცრებულთა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 288 ადამიანი.


close დახურვა