logo
ENG



მერკელი ნავალნიზე: დაჟინებით მოვითხოვთ სიმართლის გარკვევას

21 აგვ 202000:36
3 წუთის საკითხავი
 
21pagvx03f2p4cn.jpg

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთისგან ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამჭვირვალე გამოძიებას და ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენას მოითხოვს. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მომხდარი ფაქტის უკან მდგარი გარემოებები ძალიან სწრაფად გაირკვეს. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ამას, რადგან რაც აქამდე მოვისმინეთ, უკიდურესად არასახარბიელოა. ყველაფერი ძალიან გამჭვირვალედ უნდა გაკეთდეს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. 

მერკელმა ნავალნის სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა და საჭიროების შემთხვევაში, გერმანიაში სამედიცინო დახმარების გაწევის მზაობაც გამოთქვა. 

"ვიმედოვნებ მალე გამოჯანმრთელდება. თუ მოითხოვენ, ჩვენ მას გერმანიაში სამედიცინო მომსახურებით უზრუნველვყოფთ", - თქვა მერკელმა. 

რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი დღეს, 20 აგვისტოს, საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

პოლიტიკოსის პრესმდივნის,  კირა იარმიშის განცხადებით, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა. მფრინავს მოუწია თვითმფრინავი სასწრაფოდ დაესვა, რათა ნავალნი საავადმყოფოში გადაეყვანათ.

როგორც იარმიში ამბობს, პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, მოწამლეს. მისივე თქმით, მან აეროპორტში ჩაი დალია. მოგვიანებით, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ჰალუცინოგენით მოწამლეს და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეანავალნი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 

თუმცა, ცოტა ხნის წინ, ექიმმა თქვა, რომ ამ ეტაპზე მედიკოსებმა ნავალნის დასტაბილურება შეძლეს. ის გონს არ მოსულა.


close დახურვა