უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს იურიდიულ კომიტეტზე მოუსმენენ. "კოალიცია მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე კი ფიქრობს, რომ პოზიციაზე ნინო ქადაგიძიე არ უნდა დაინიშნოს.
„ქალაბტონი ქადაგიძის მიმართ კოალიციას ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს. მათ შორის ის მოიაზრება ჩინჩალაძის კლანის წევრად, რომელიც ჯერ კიდევ იყო 10-კაციან სიაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში წარმოდგენილი იქნა პარლამენტში და რომელსაც მნიშვნელოვანი ძვრები. ქალბატონმა ნინომ, როდესაც მონაწილეობას იღებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურში, რამდენიმე მარტივ სამართლებრივ კითხვაზე ვერ გასცა პასუხი და ჩვენთვის მოულოდნელი იყო როგორც მისი, ასევე ბევრი სხვა მოსამართლის არჩევა აპრლმანეტის მიერ“, - აცხადებს მშვენიერაძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წვერს ნაზი ჯანეზაშვილს, მიაჩნია რომ ქადაგიძის პოსტზე წარდგენით ე.წ კლანი სასამართლოში პოზიციების გამაგრებას აგრძელებს.
„კლანი ცდილობს სასამართლოში საკუთარი პოზიციების გამაგრებას და ცდილობს უზენაეს სასამართლოში ყავდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ერთგვარი წარმოამდგენელი იქნება სასამართლო სისტემისა, წავა შეხვედრებზე, გამოვა სიტყვით და ა.შ. მაგრამ ქადაგიძეს არ ექნება რეალური ბერკეტები, ის იქნება ერთ-ერთი რიგითი მოსამართლე, სისტემა ჩინჩალაძის ხელში დარჩება. ქადაგიძე არალეგიტიმურად არჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა და მას ნდობა ვერ ექნება“, - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის თქმით კი, ქადაგიძე ე.წ. ჩინჩალაძის კლანის წევრია.
„ქადაგიძის დამტკიცებით, ივანიშვილი მორიგჯერ განიმტკიცებს მდგომარეობას სასამართლოში. ქადაგიძე არის კლანის წევრი და იქ იმიტომ იქნა იქ განმწესებული, რომ ივანიშვილის ყველა მოთხოვნა შეასრულოს. ქადაგაიძის დამოკიდებულება მნიშვნელოვანი საკითხები მიმართ კარგად გამოჩნდა იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც აჩვენა ქადაგიძემ, რომ საზოგადოების ინტერესზე წინ, ხელისუფლების ინტერესს აყენებს“, - განაცხადა კაპანაძემ.