logo
ENG



ნადირაშვილი ახალქალაქზე: ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა

09 აგვ 202011:36
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველო ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, სახელმწიფომ ვერ შეაჩერა კონფლიქტი და ვერ აღკვეთა ის არეულობა, რომელიც მთელი დღისა და ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

"ეს ნიშნავს, რომ ახალქალაქის სურათი არის გაგრძელება მთელი იმ ვითარების, რომელიც გვაქვს საქართველოში, როდესაც სახელმწიფოს მთლიანად ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა, როდესაც კრიმინალები გრძნობენ, რომ თვითონ არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და მმართველი და ეს ვითარება შექმნა ბიძინა ივანიშვილმა", - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, როცა ქართული ოცნებიდან პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში დარბოდა ქუჩაში და ის არ დაისაჯა, სწორედ ასეთი ფაქტები ახალისებს საზოგადოებაში ძალადობას.

"ძალადობრივი გარემო ამ ქვეყანაში შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც პარლამენტის წევრი დარბის ახალქალაქში და იარაღით ჩნდება საზოგადების წინაშე, შემდეგ მას არ უწყდება უფლებამოსილება და ის არ მიდის ციხეში, ეს არის ძალადობის წახალისება და გუშინდელი ვითარება არის შედეგი ამ ძალადობრივი ქმედებებისა სახელმწიფოს მხრიდან", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდაშემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი. შსს-მ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.


close დახურვა