სამ თებერვალს ზურაბ ჟვანია 58 წლის გახდებოდა. ისტორიული ფრაზის - "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელის“ ავტორი მოქმედ სახელისუფლებო ელიტას მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც ეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში შედის - ზურას დაბადების დღე წელს არავის გახსენებია ოჯახის და ახლო მეგობრების გარდა. ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის სახელი და მემკვიდრეობა რომ ახსოვდეს პარლამენტის თავმჯდომარეს ან მის წინამორბედებს, დღევანდელი პარლამენტი სულ მცირე ასეთი არ იქნებოდა - უფუნქციო, უუნარო და სხვისი ნების შემსრულებელი... რა გააკეთა და რისი გაკეთება შეეძლო მე-9 მოწვევის პარლამენტს შეკრებიდან 12 თვის გადასახედიდან? - დროება პარლამენტის წლისთავის შესახებ.
პარლამენტის წლისთავი - დროება
19 დეკ 202120:36
3 წუთის საკითხავი