logo
ENG



პოდოლიაკის თქმით, ჰამასსა და ჰეზბოლას რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს

14 ოქტ 202315:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/14/fu5fuxgp8kuacl9.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ტერორისტულ დაჯგუფებებს, ჰამასსა და ჰეზბოლას რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს.

"რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს ტერორისტულ ალიანსს - "ბოროტების ღერძს", რომელშიც ასევე შედის ჰამასი და ჰეზბოლა. რუსეთი სულ უფრო მეტ ფულს ჩადებს ბოროტებაში, რადგან მას ესმის მთავარი, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები აშინებს საზოგადოებას სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში.

არის ირანი, არის ჩრდილოეთ კორეა. არიან მარიონეტები, რომლებიც ასრულებენ ამოცანებს, როგორიცაა ჰამასი ისრაელში. არიან მარიონეტები, რომელთაც რუსეთის მეშვეობით შეუძლიათ რესურსების ინვესტიცია სამხედრო წარმოებაში და იარაღის მიწოდება. ამ ყველაფრის ავტორი რუსული მხარეა", - ამბობს პოდოლიაკი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა