logo
ENG



პროკურორი მარიამ გოგორელიანი ბაჩალიაშვილის დედის ბრალდებებს უარყოფს

13 აგვ 202017:16
3 წუთის საკითხავი
 

პროკურორი მარიამ გოგორელიანი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ბრალდებებს უარყოფს.

როგორც პროკურორმა „ფომულასთან“ საუბრისას განაცხადა, თამაზაშვილის მიმართ არავითარი უკანონო ქმედება არ განხორციელებულა.

"ქალბატონი თეონას ბრალდებები, რომ თითქოს მის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ვახორციელებდი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. რა თქმა უნდა, იმ ფურცელთან [ბაჩალიაშვილის ჩანაწერი] დაკავშირებით ლოგიკურად დაისვა შეკითხვა, თუ საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჟურნალისტთან და ვკითხეთ, თქვენ ხომ არ გადაეცით-მეთქი. ეს არის ლოგიკური შეკითხვა, რომელიც უნდა დასმულიყო", - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, პროკურორი მარიამ გოგორელიანი ბულინგში დაადანაშაულა. მან ასევე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და გამოძიების არაეფექტიანობაზე ისაუბრა.

თამაზაშვილის განცხადების საფუძველზე, გენერალურმა ინსპექციამ პროკურორის სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.


close დახურვა