ლოს-ანჯელესში რეჟისორთა გილდიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოს ფავორიტი ბრიტანელი რეჟისორი სემ მენდესი გახდა, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის შესახებ გადაღებული ფილმისთვის "1917" უკვე მოიპოვა ოქროს გლობუსი და პროდიუსერთა გილდიის ჯილდო.
სურათს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ 9 თებერვალს დაგეგმილ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზეც. სემ მენდესის გარდა, რეჟისორთა გილდიის რჩეულები გახდნენ სამხრეთ კორეელი პონ ჟუნ ჰო და ამერიკელი ალმა ჰარელიც.