logo
ENG



რიკოთის ჩიხი - დროება

14 მაი 202319:59
3 წუთის საკითხავი
 

დიდი რუსული გეგმა - გაუქმდეს საქართველოს სახელმწიფო, მხოლოდ დასავლური კურსიდან ჩრდილოეთზე გადართვას არ გულისხმობს. საქართველომ ფუნქცია უნდა დაკარგოს - სატრანზიტო - აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ფუნქცია. ივანიშვილს არც დაუმალავს, რომ ჩვენ პატარა სოფელი უნდა ვიყო, ჰოდა სოფელს არ ჭირდება არც ანაკლიის პორტი და არც გამართული თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა. რაც დრო გადის, სულ უფრო ღრმავდება ეჭვი რომ ის რაც ახლა რიკოთის გზაზე ხდება მხოლოდ კორუფციის, არაკომპეტენტურობის, არაპროფესიონალიზმის ბრალი კი არა - მავნებლობაა. არ არის პორტი, არ ეღირსა გზას აშენება, რკინიგზა ვერ მუშაობს ისეთი დატვირთვით რა პოტენციალიც აქვს და ეგ არის - მოქმედებაში მოვიდა პატარა სოფლის კონცეფცია. უხარისხო ბურჯები, დაზიანებული ფერდობები და გვირაბები, მეწყერსაშიში ზონები და შემოვლითი გზები, რომელიც დაუსრულებელია. სპეცოპერაცია „ბურჯის წაქცევის“ - გაგრძელება დროებაში.


close დახურვა