logo
ENG



რუსეთი სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას "შეცდომას" უწოდებს

16 მაი 202212:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/16/tz78ifd7qj45zhz.jpg
ТАСС

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება იქნება "შეცდომა" "შორსმიმავალი შედეგებით".

"მათ არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ჩვენ ამას უბრალოდ შევეგუებით. ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა შორსმიმავალი შედეგებით."- ამბობს რიაბკოვი.

სერგეი რიაბკოვის თქმით, რუსეთისთვის სრულიად აშკარაა ის ფაქტი, რომ შვედეთის, ისევე როგორც ფინეთის უსაფრთხოება NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილების შედეგად არ გაძლიერდება. ის ასევე აცხადებს, რომ სამხედრო დაძაბულობის ზოგადი დონე გაიზრდება და ეს სფერო ნაკლებად  პროგნოზირებადი გახდება.

"სამწუხაროა, რომ საღი აზრი ეწირება რაღაც ფანტომურ იდეებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს არსებულ ვითარებაში."- განაცხადა რიაბკოვმა. 

12 მაისს, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ

შვედეთი კი, ნატოში წევრობის განაცხადის შეტანაზე მუშაობას იწყებს


close დახურვა