logo
ENG



საპატრიარქო მიტროპოლიტი იოანეს ოცნების ღონისძიებაზე დასწრებაზე: არ აქვს უფლება?

18 სექ 202022:18
3 წუთის საკითხავი
clock 1342
sbh6gpujh98e1qb.jpg

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მღველმთავრები, პარტიულ ღონისძიებებზე დასწრებით არანაირ კანონს არ არღვევენ. საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "ფორმულასთან" აცხადებს, რომ მღვდელმთავრების პარტიულ ღონისძიებებზე დასწრება უჩვეულო არ არის და მხოლოდ მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია. 

"ეს ეპარქიის საკითხებია სულ. საპატრიარქოს ამაზე არანაირი კომენტარი არ ექნება. ჰკითხეთ თავად მეუფეს. რა რეაქცია უნდა ჰქონდეს საპატრიარქოს? არ აქვს უფლება? რამე კანონს არღვევს? საპატრიარქოს შეუძლია რომ აუკრძალოს, თუ რა? მისი თავისუფალი გადაწყვეტილებაა.

მის ეპარქიაში რაღაც ღონისძიება არის და თუ გადაწყვეტს მღველმთავარი, დაესწრება. სხვა ეპარქიებში როდესაც იმართება მსგავსი ღონისძიებები, იქაც ვხედავთ მღვდელმთავრებს და ეპისკოპოსებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ რაღაც უცნაურობა იყოს", - განუცხადა მამა ანდრიამ "ფორმულას". 

დღეს ბაგრატის ტაძართან ქართული ოცნების კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას, სხვა მღვდელმსახურებთან ერთად, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეც დაესწრო. 

მიტროპოლიტმა "ფორმულას" განუცხადა, რომ იგი ღონისძიებას ხელისუფლები წარმომადგენელთათვის პატივის მიგების მიზნით ესწრებოდა. 

"ჩვენ შევხვდით ხელისუფლებას. პატივი უნდა მივაგოთ პრემიერს, დედაქალაქის მერს. ამიტომ ვიყავით. ეს ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა", - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ. 

 


close დახურვა