თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნება ყველაზე იღბლიანი პოლიტიკური ძალაა, რომლის მმართველობასაც დაემთხვა ქვეყნისთვის ისტორიული დოკუმენტების ხელმოწერა. დიახ, სწორედ, რომ დაემთხვა, რადგან ამ პარტიას, არა თუ ძალისხმევა არ ჩაუდია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაში, უვიზო მიმოსვლის და მითუმეტეს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, არამედ ყველა ღონეს მიმართეს, რომ ეს პროცესი ჩაეშალათ. და თუ მიგაჩნიათ, რომ ვაჭარბებ, ან მიკერძოებული ვარ, შეგიძლიათ გადახედოთ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებსა და ქმედებების არქივს, რომელიც თქვენთვის დროებამ გააცოცხლა. დააკვირდით, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, მაგრამ მეორე ფრონტის გახსნა რატომღაც იგვიანებს.
საქართველოს მოტაცება - დროება
17 დეკ 202320:22
3 წუთის საკითხავი