საქართველოს პატრიარქი საკვირაო ქადაგებას დაესწრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ილია მეორის მკურნალმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა. ექიმის ინფორმაციით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და მას წირვასა და ლოცვაზე სიარული უკვე შეუძლია. საპატრიარქოში დღეს არ გამოჩენილან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, გავრცელებული ინფორმაციით კი, პატრიარქი შესაძლოა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულოს.