logo
ENG



საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი განიკურნა

19 აპრ 202021:45
3 წუთის საკითხავი
 
jfeqbjv3tlxmad1.jpg

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი განიკურნა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 93-ს შეადგენს.

რაც შეეხება ინფიცირების სტატისტიკას, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 394 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 094 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 547. კორონავირუსს საქართველოში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა


close დახურვა