სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ. ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს.
მათი ინფორმაციით, ზავი 18 ოქტომბერს 00:00 საათზე ამოქმედდა. გადაწყვეტილება მინსკის ჯგუფის განცხადებებისა და შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტების განცხადებების საფუძველზე მიიღეს.
მხარეებს შორის ზავი პირველად 10 ოქტომბერს დაიდო. 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვში, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, მოლაპარაკების პერიოდშიც ორივე მხარე თავდასხმებზე ლაპარაკობდა.
11 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთამანეთის მხრიდან ქალაქების დაბომბვას იუწყებოდნენ.
მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე.