logo
ENG



სოფელ მუშევანში 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

20 მაი 202007:59
3 წუთის საკითხავი
 

ბოლნისის სოფელ მუშევანში 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები უკვე დადასტურებული შემთვევების კონტაქტები არიან.

სულ ბოლნისში კოვიდ 19-ის 156  შემთვევაა გამოვლენილი, მათგან 66 გამოჯანმრთლდა, სამი კი გარდაიცვალა.

საჩხერეში კი პაციენტს კორონავირუსი ხელახლა დაუდგინდა, ინფიცირებული აქამდე გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა. ის საკარანტინო ზონიდან, კვლავ საჩხერის კლინიკაში მოათავსეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლინიკის დირექტორი ადასტურებს. 

"ჩვეთან მკურნალობდა ეს მამაკაცი, რომელსაც სამჯერ მოუვიდა უარყოფითი პასუხი ლაბორატორიიდან. ამის შემდეგ მან გააგრძელა ორ კვირიან იზოლაცია და დაუფიქსირდა ტემპერატურა. ამიტომ ჩვენ კიდევ გავტესტეთ და მოვიდა დადასტურებული. გავაგრძელეთ ისევ მკურნალობა. ინფიცირება გამორიცხულია, უბრალოდ არ იყო სრულად გამოჯამრთელებული. ამჟამად ტემპერატურა არ აქვს",-აღნიშნავს მიხეილ ქამუშაძე. 

გვიან ღამით ორი მცირეწლოვანი შეიყვანეს ფოთის ცხელების ცენტრში. სადაც სულ 7 ადამიანია მოთავსებული. ხუთი მათგანის ტესტირების პასუხი დღს გახდება ცნობილი. 

"ფოთის ცხელების კლინიკაში ამჟამად 7 პაციენტია, მათ შორის 66 წლის ქალი. 48 წლისა და 71 წლის კაცი ასევე ფოთიდან, 13 წლის ბიჭი. 22 წლის ქალი ფოთიდან. ეს პაციენტები უკევ გაიტესტედნენ და ველოდებით პასუხებს. მოგვაინებით შმეოვიდნენ ერთი წლის და 5 თვის გოგო და 6 თვის ბიჭი. ამ პაციენტებზე მიმდინარეობს კვლევები",-აცხადებს თეა გიგინეიშვილი.


close დახურვა