logo
ENG



ტიკარაძე: რეგულირების სააგენტო შეისწავლის, რამდენად აკმაყოფილებს ციხის კლინიკა მოთხოვნებს

26 ოქტ 202110:29
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტო დადებს დასკვნას, რამდენად აკმაყოფილებს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება პაციენტების მოთხოვნებს. მინისტრი ჟურნალისტებთან საუბარში ირწმუნება, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არცერთი სასიცოცხლო რისკი არ შეექმნება. 

"გაჩნდა არაერთი კითხვა, რამდენად აკმაყოფილებს პენიტენციური სამსახურის საავადმყოფო იმ ყველა საჭირო მოთხოვნას რომელიც ესაჭიროება ნებისმიერ პაციენტს.

აქედან გამომდინარე, რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება, შევიდეს საავადმყოფოში და შეამოწმოს პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე. ის დადებს დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გავასაჯაროვებთ", - თქვა მინისტრმა. 

მიხეილ სააკაშვილი 26-ე დღეა ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. გარდა ამისა,  ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება რეკომენდაციებს, ასევე არის უსაფრთხოების რისკებიც.

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხული


close დახურვა