logo
ENG



ტიკარაძე ექიმების აცრის დაბალ მაჩვენებელზე: კოლეგებთან დავიწყებ გასაუბრებებს რეგიონებში

22 მარ 202114:35
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე ექიმების აცრის დაბალ მაჩვენებელზე: კოლეგებთან დავიწყებ გასაუბრებებს რეგიონებში

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მედიკოსთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გასაზრდელად რეგიონებში შეხვედრებს გამართავს.

ეკა ტიკარაძის თქმით, ის მედიკოსებთან შეხვედრებს საჩხერის კლინიკიდან დაიწყებს.

„ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის მხრიდან ჩვენს გვაქვს მიღებული და მე პირადად ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებებს და ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ გასაუბრებებს ჩვენს კოლეგებთან. ვინაიდან საჩხერის კლინიკა იყო დასახელებული და ის იქნება ალბათ პირველი, რომელსაც მოვინახულებ და იმერეთის რეგიონში განვახორციელებ ვიზიტს", - განაცხადა ეკა ტიკარაძემ. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვისაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, დღეისთვის ჯანდაცვის სექტორის 3 843 მუშაკია აცრილი.


close დახურვა