ღრუზიას ნაცვლად, მალე უკრაინა ჩვენს სახელმწიფოს ავთენტური სახელით საქართველო მოიხსენიებს. საომარი მოქმედებების პარალელურად ოფიციალური კიევი რუსული კვალის სრულად ამოშლას ცდილობს. დღეს კიევობაა, რაშისტებმა უკრაინელებს ეს დღე, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური დრონებით თავდასხმით მიულოცეს. 54-დან 52 შაჰიდი ჩამოგდებულია. ფრონტი კი კვლავ დიდი კონტრშეტევის მოლოდინშია, მანამდე ამ კვირაში რუსეთის მიწაზე ვიხილეთ სამხედრო რეიდი, თავად რუსი ხალხის შესრულებით. დროებამ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის ყოფილ ხელმძღვანელთან ბენ ჰოჯესთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელთან ინტერვიუები ჩაწერა - კონტრშეტევის შესაძლო ვერსიები და მდგომარეობა უკრაინის ფრონტის ხაზზე - დროებაში.
უკრაინის ფრონტის ხაზი - დროება
28 მაი 202320:10
3 წუთის საკითხავი