logo
ENG



უკრაინულმა სასამართლომ მედვედჩუკის აქტივები დააყადაღა, რომელსაც რუსეთიდან მართავდნენ

22 ივლ 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/22/gz7st2giarbufxu.jpg

უკრაინულმა სასამართლომ პრორუსი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის ის აქტივები დააყადაღა, რომელსაც რუსეთიდან მართავდნენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაყადაღებულია მედვედჩუკის ცოლის ოქსანა მარჩენკოს აქტივებიც.

"სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით მიიღო. უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინაში რუსული ფულის ლეგალიზების სქემა გაშიფრა. აღნიშნული თანხები მიმართული იყო ანტიუკრაინული მოღვაწეობის დაფინანსებაზე. დაყადაღებულია 34 მილიონი გრივნის ღირებულების ბანკი, საბანკო ანგარიშები - თანხის საერთო რაოდენობა 1.3 მილიონი გრივნა, 2 მიწის ნაკვეთი, 2 სასტუმრო კომპლექსი. სქემა კი ასე გამოიყურებოდა - აწ დაყადაღებული ბანკის ანგარიშზე, რომელიც უკრაინაში იყო დარეგისტრირებული, ირიცხებოდა რუსული ფული, ხოლო ამ ბანკის მგლობელი რუსეთის მოქალაქე იყო", - ამბობენ უსაფრთხოების სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ლიდერი, პუტინის შვილის ნათლია ვიქტორ მედვედჩუკს ღალატსა და ტერორისტულ საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობაში ედება ბრალი.

უკრაინას რადას პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ივან ბაკანოვი პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის თქმით, რუსეთი ცდილობდა, მედვედჩუკი ჯერ დნესტრისპირეთში გადაეყვანა, შემდეგ კი - მოსკოვში. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაქცეული დეპუტატი გზაში, კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. 


close დახურვა