ფეხბურთელის საქმეში ბრალდებულთა წრე, შესაძლოა, გაიზარდოს - 17-ვე ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ოჯახის ინფორმაციით, წვეულებას ესწრებოდა 50-მდე პირი და მათი დიდი ნაწილი ჩართული იყო პირველ დაპირისპირებაში.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ვითარებაში გარდაიცვალა 19 წლის ფეხბურთელი. სწორედ ამის შემდეგ ვარაუდობს ოჯახის ბრალეულთა წრის გაზრდას.
ბრალდებულთა ადვოკატებს საქმის მასალები დღის მეორე ნახევარში გადაეცათ. ისინი ამბობენ, რომ პროცედურული დარღვევები იყო, დაირღვა ვადა, რა დროშიც დაცვის მხარეს საქმის მასალები უნდა გადასცემოდა. ადვოკატების თქმით, საქმის მასალა ათი ტომია.
ბრალდებულები თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში არიან გადანაწილებულნი. პროკურატურა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მიმართავს სასამართლოს. ადვოკატები ფიქრობენ, რომ პირველი სასამართლო სხდომა 28 ივნისს, დღის პირველ ნახევარში ჩატარდება და შემდეგ გაირკვევა, აღკვეთის რომელ ღონისძიებას გამოიყენებს სასამართლო ბრალდებულების წინააღმდეგ.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს.