logo
ENG



ფოთის ცხელების ცენტრში 9 ახალი პაციენტი გადაიყვანეს

30 აპრ 202010:21
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის ცხელების ცენტრში 9 ახალი პაციენტი გადაიყვანეს. ლაბორატორიაში 7 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გუშინ საღამოს გადააგზავნეს, 2 მათგანი კი დღეს გაიტესტება.

9-ვე პაციენტს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომებიდან, ცხელება, ყელის ტკივილი და ხველა აღენიშნება.

„ფოთის ჰოსპიტლის ცხელების ცენტრში იმყოფება 9 პაციენტი. აქედან 7 პაციენტის ბიოლოგიური მასალა აღებული და გაგზავნილია, ველოდებით პასუხებს. ორი პაციენტი მოგვიანებით შემოვიდა და იტესტებიან“, - აცხადებს ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი თეა გიგინეიშვილი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა