logo
ENG



ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა

01 აპრ 202021:23
3 წუთის საკითხავი
 
9yi6bprwxdsez4o.jpg

დღეიდან ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ო. ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური დაწესებულების ბაზაზე მოეწყო. კლინიკას მხოლოდ ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც რესპირატორული მოვლენები და ტემპერატურა აქვთ.

აქ მოხდება პაციენტებზე 24-საათიანი დაკვირვება და მინიმალური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. ცხელების ცენტრების შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში მსგავსი ტიპის ცენტრები ქუთაისის გარდა, თერჯოლასა და სამტრედიაში მოქმედებს.


close დახურვა